დონეცკის ოლქის ოკუპირებულ შახტერსკში ნავთობის ბაზა იწვის. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ სროლის შემდეგ, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, კერძოდ კი ცეცხლი 4 რეზერვუარს უკიდია, რომელშიც საერთო ჯამში 60 ტონა ბენზინია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია 4 დაშავებულის შესახებ. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
В окупованому Шахтарську на Донеччині горить нафтове сховище, полум’я охопило 4 великі ємності – ЗМІ. Відео РИА Новости pic.twitter.com/2ItMvPOF0K